ჩვენს შესახებ
Design Corner არის პატარა ქართული სტუდია, რომელიც ქმნის პოსტერებს სახლისთვის — სიყვარულით, დეტალებზე ზრუნვით.
გვჯერა, რომ კედელი სახლის ყველაზე პირადი ნაწილია. ამიტომ თითოეულ ნამუშევარს ვარჩევთ ისე, თითქოს საკუთარ კედელზე ვკიდებდეთ.
ვბეჭდავთ პრემიუმ ქაღალდზე, ვამზადებთ ჩარჩოებს და ყველა შეკვეთას ხელით ვფუთავთ. თუ სასურველი ვერ იპოვე — დაგიბეჭდავთ შენს საკუთარს.
01
ხარისხი
230 გრ/მ² მქრქალი ქაღალდი და ფერი, რომელიც არ ხუნდება.
02
ჩარჩოები
ხისა და ალუმინის ჩარჩოები ყველა ფორმატისთვის.
03
ზრუნვა
ხელით შეფუთვა და მიწოდება მთელ საქართველოში.